← ყველა ვაკანსია

პროექტის მენეჯერი

კაპიტელი ქონსთრაქშენი

შპს "კაპიტელი ქონსთრაქშენი" არის მრავალპროფილური სამშენებლო კომპანია, სადაც ვეძებთ სარემონტო სამუშაოების პროექტის მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს პროექტების ეფექტურად დაგეგმვას, ორგანიზებას და მართვას. ძირითადი მოვალეობები: ** სარემონტო პროექტების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა; ** სამუშაოების გრაფიკების შედგენა და შესრულების კონტროლი; ** ქვეკონტრაქტორებისა და სამუშაო ჯგუფების კოორდინაცია; ** სამუშაოების ხარისხის, მოცულობებისა და ვადების კონტროლი; ** პროექტის ბიუჯეტის მართვა და ხარჯების ანალიზი; ** მასალებისა და რესურსების საჭიროებების დაგეგმვა და ორგანიზება; ** დამკვეთებთან და საპროექტო გუნდთან კომუნიკაცია; ** შესრულებული სამუშაოების აქტებისა და ანგარიშგების მომზადება. მოთხოვნები: ** სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებით განათლება; ** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება სარემონტო პროექტების მართვაში; ** საპროექტო ნახაზებისა და ხარჯთაღრიცხვების წაკითხვის უნარი; ** AutoCAD-ის, ArchiCAD-ისა და/ან Revit-ის ცოდნა და საპროექტო ნახაზებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ** MS Excel-ისა და MS Project-ის ცოდნა; ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და ლიდერული უნარები; ** ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარი. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი; ** ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა; ** თანამედროვე და პროფესიონალური სამუშაო გარემო. Capiteli Construction LLC | Office 12, 1a Tavkhelidze Str., 0179 Tbilisi, Georgia ტელ.: +995 595 77 44 87 | მეილი: info@capiteliconstruction.ge CV გამოგვიგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე: info@capiteliconstruction.ge

განაცხადის გაგზავნა →