← ყველა ვაკანსია

ქოლ-ცენტრის ოპერატორი-კოორდინატორი

აზროვნების აკადემიის სკოლა

აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლა მოზარდებს სთავაზობს შემეცნებით, შემოქმედებით და გასართობ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს მათი კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და ლიდერობის უნარების განვითარებას. საკვირაო სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://kids.azraki.ge/ აზროვნების აკადემია ეძებს კომუნიკაბელურ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს საკვირაო სკოლის ქოლ-ცენტრის ოპერატორი-კოორდინატორის პოზიციაზე. პოზიცია ძირითადად მოიცავს მშობლებთან სატელეფონო და წერილობით კომუნიკაციას, დაინტერესებული პირების კონსულტაციას, მოსწავლეთა რეგისტრაციის პროცესის მართვას და საკვირაო სკოლის ყოველდღიური საორგანიზაციო საკითხების კოორდინაციას. ფუნქცია-მოვალეობები: ** შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი და დაინტერესებული პირებისთვის საკვირაო სკოლის პროგრამების, აქტივობების, განრიგისა და პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** Facebook-ის გვერდზე შემოსულ პირად შეტყობინებებსა (Messenger) და კომენტარებზე დროული და კორექტული პასუხის გაცემა; ** სოციალურ ქსელებში შემოსული შეკითხვებისა და მოთხოვნების დამუშავება და დაინტერესებული პირებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება; ** პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათი დაინტერესების შემთხვევაში პროგრამების დეტალური გაცნობა; ** მშობლებთან სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაცია; ** მოსწავლეთა რეგისტრაციის პროცესის მართვა და შესაბამისი ინფორმაციის ელექტრონულ ბაზაში ასახვა; ** დაინტერესებული პირების მონაცემების აღრიცხვა და საჭიროების შემთხვევაში მათთან განმეორებითი კომუნიკაცია; ** შემოსული მოთხოვნებისა და შეკითხვების აღრიცხვა და დამუშავება; ** მოსწავლეთა დასწრებისა და ჯგუფების შესახებ ინფორმაციის მოწესრიგება; ** საკვირაო სკოლის ფილიალში მიმდინარე საორგანიზაციო საკითხების კოორდინაცია; ** ფილიალის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზაციული მხარდაჭერა; ** ხელმძღვანელისთვის შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის მიწოდება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება: უმაღლესი განათლება ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, განათლების ან მენეჯმენტის მიმართულებით. განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად. ** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. კომპეტენციები და უნარები: ** გამართული ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი ** დროის ეფექტურად მართვის უნარი. ** სოციალური ქსელების (Facebook, Messenger) გამოყენების გამოცდილება ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** რამდენიმე დავალების ერთდროულად მართვის უნარი; ** კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები; ** საოფისე პროგრამებთან და ელექტრონულ ცხრილებთან მუშაობის უნარი; ** პრობლემების დროულად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ინიციატივიანობა და საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება. დამატებითი ინფორმაცია: სამუშაო ადგილი: თბილისი, ირაკლი გამრეკელის 41, სამუშაო გრაფიკი: შაბათ-კვირა-10:00 საათი- 20:00 საათი. (18:00 დან 20:00 მდე დისტანციურად) ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე hr@azraki.ge და ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 16 ნოემბერი, 2026 წ. მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის! თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის" მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის - თუ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე

განაცხადის გაგზავნა →