← ყველა ვაკანსია

დღე-ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორი

რიკო ექსპრესი · ოზურგეთი

მისო "რიკო ექსპრესი" ქ. ოზურგეთში აცხადებს ვაკანსიას დღე-ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. საწყისი ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი (450 ლარი კვარტალური და წლიური 3500 ლარი) + სამედიცინო დაზღვევა. 3 დღეში ერთხელ 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი. მოთხოვნები: ** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; ** სასურველია აპლიკანტს გააჩნდეს სალაროსთან მუშაობის გამოცდილება. უნარ-ჩვევები: ** მათემატიკური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები; ** კეთილგანწყობა, თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა; დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად (ფოტოს ზომა 3x4) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ricocredit.com და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება. ** აპლიკანტს უნდა შეეძლოს გასაუბრებაზე დისტანციურად ჩართვა. ** რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.

განაცხადის გაგზავნა →