საგადახდო სისტემებთან შესაბამისობის მართვის განყ. უფროსი
ბანკი ქართუ
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას საბარათე რისკებისა და საგადახდო სისტემებთან შესაბამისობის მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.
დეპარტამენტი / განყოფილება: პლასტიკური ბარათების დეპარტამენტი / საბარათე რისკებისა და საგადახდო სისტემებთან შესაბამისობის მართვის განყოფილება.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ფუნქციები და მოვალეობები:
** საბარათე პროდუქტებთან და საბარათე ოპერაციებთან დაკავშირებული რისკების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში კონტროლის მექანიზმების დანერგვის ინიცირება და უზრუნველყოფა;
** საბარათე ოპერაციების ყოველდღიური მონიტორინგი;
** ახალი კონტროლის მექანიზმების შემუშავება ან/და არსებული კონტროლის მექანიზმების სრულყოფაზე ზრუნვა და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება;
** დაფიქსირებული ინციდენტების კვლევა/ანალიზი და შესაბამისი მაკორექტირებელი ქმედებების ინიცირება;
** რეგულატორული, სტატისტიკური და ანალიტიკური რეპორტინგის მხარდაჭერა;
** საბარათე საჩივრების პროცესის მართვა;
** მერჩანტების ბრუნვების მონიტორინგი და რისკების მინიმიზაციის მიზნით საჭირო ქმედებების განხორციელება;
** საგადახდო სისტემებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** პოტენციური მერჩანტების შეფასება და სავალდებულო მოთხოვნების კონტროლი;
** თანამშრომლების გადამზადების პროცესში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულო:
** უმაღლესი განათლება;
** საგადახდო/საბარათე სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება (მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) მაღალ დონეზე ფლობა.
სხვა სავალდებულო უნარები და თვისებები:
** ორგანიზაციული უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://cartubank.selfrecruit.ge/s/e1MQ