← ყველა ვაკანსია

ამანათების დახარისხების სპეციალისტი

ლინექს.ჯი · ქუთაისი

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია ინექს გრუპი აცხადებს ვაკანსიას ამანათების დახარისხების სპეციალისტის პოზიციაზე. ინექს გრუპი არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით. სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ავტოქარხნის ტერიტორია) გრაფიკი: არასტანდარტული ანაზღაურება: 1000 ლარი საქმიანობის აღწერა: ** სახმელეთო და საჰაერო გზით შემოსული ამანათების პროგრამული აღრიცხვა, დახარისხება. ** რეგიონებში გასაგზავნი ამანათების პროცედურის მიხედვით დასაწყობება. ** დავალების სრულყოფილად შესრულების მიზნით უფლებამოსილ თანამშრომლებთან კოორდინაცია. ** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება; პიროვნული თვისებები: ** კოლეგიალურობა. ** პუნქტუალურობა. ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. ** შედეგზე ორიენტირებულობა; დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: "ამანათების დახარისხების სპეციალისტი ისანი". კომპანია ინექს გრუპი გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →