← ყველა ვაკანსია

საბარათე რისკებისა და საგადახდო სისტემებთან შესაბამისობის მართვის განყოფილების უფროსი

ბანკი ქართუ · თბილისი

სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას საბარათე რისკებისა და საგადახდო სისტემებთან შესაბამისობის მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. პლასტიკური ბარათების დეპარტამენტი / საბარათე რისკებისა და საგადახდო სისტემებთან შესაბამისობის მართვის განყოფილება. ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი ფუნქციები და მოვალეობები: საბარათე პროდუქტებთან და საბარათე ოპერაციებთან დაკავშირებული რისკების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში კონტროლის მექანიზმების დანერგვის ინიცირება და უზრუნველყოფა;საბარათე ოპერაციების ყოველდღიური მონიტორინგი;ახალი კონტროლის მექანიზმების შემუშავება ან/და არსებული კონტროლის მექანიზმების სრულყოფაზე ზრუნვა და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება;დაფიქსირებული ინციდენტების კვლევა/ანალიზი და შესაბამისი მაკორექტირებელი ქმედებების ინიცირება;რეგულატორული, სტატისტიკური და ანალიტიკური რეპორტინგის მხარდაჭერა;საბარათე საჩივრების პროცესის მართვა;მერჩანტების ბრუნვების მონიტორინგი და რისკების მინიმიზაციის მიზნით საჭირო ქმედებების განხორციელება;საგადახდო სისტემებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;პოტენციური მერჩანტების შეფასება და სავალდებულო მოთხოვნების კონტროლი;თანამშრომლების გადამზადების პროცესში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სავალდებულო: უმაღლესი განათლება;საგადახდო/საბარათე სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) მაღალ დონეზე ფლობა; სხვა სავალდებულო უნარები და თვისებები: ორგანიზაციული უნარები;დეტალებზე ორიენტირებული;პასუხისმგებლობისა მაღალი გრძნობა;დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://cartubank.selfrecruit.ge/s/eDZT

განაცხადის გაგზავნა →