← ყველა ვაკანსია

მიმტანი-კონსულტანტი

ვასსერშტრასსე · თბილისი

ვასსერშტრასსე აცხადებს ვაკანსიას მიმტანი-კონსულტანტის პოზიციაზე მოქნილი სამუშაო განაკვეთით. ფუნქციები: რესტორნის სტუმრების მომსახურება და მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა;კერძების შერჩევისას სტუმრისთვის დახმარების აღმოჩენა, კერძების ინგრედიენტებისა და მომზადების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საჭიროებისამებრ;შეკვეთების მართვა-ორგანიზება, ანგარიშების კონტროლი, მონაცემების პროგრამაში შეყვანა;ღვინის და აქსესუარების გაყიდვების პროცესის მართვა;გასაყიდი პროდუქციის ცოდნა;ონლაინ კომპანიების და სხვა დამკვეთების შეკვეთების მომზადება-გაცემა;სასაქონლო ნაშთების კონტროლი, ამოწურული პროდუქციის შეკვეთების ფორმირება-გადაგზავნა, პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება;სამუშაო სივრცეში წესრიგის და სისუფთავის შენარჩუნება;მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან პოზიტიური კომუნიკაცია;კომპანიის შესაბამის რგოლებთან რეპორტინგი წინასწარ განსაზღვრული ფორმატით და პერიოდულობით;სხვა, გაყიდვებთან დაკავშირებული ფუნქციების კეთილსინდისიერად, მაღალ დონეზე შესრულება. სასურველია: პროგრამა ფინას ცოდნა საბაზისო დონეზე;Microsoft Office-ის ცოდნა;ინგლისური ენის ცოდნა საბაზისო დონეზე. პიროვნული უნარ-ჩვევები: ორგანიზებული, პუნქტუალური, კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე, კომუნიკაბელური, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე. სამუშაო ადგილი: თბილისი. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე info@wasserstrasse.ge. წერილის სათაურში მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება. ან დაგვირეკეთ :+995511331616 შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.

განაცხადის გაგზავნა →