კონსიერჟი
სითი დეველოფმენტ · თბილისი
Cityzen არის პრემიუმ საცხოვრებელი ბრენდი, რომელიც ურბანულ ცხოვრებას ახალ სტანდარტს სთავაზობს არქიტექტურის, დიზაინისა და მაღალი ხარისხის ცხოვრების კონცეფციების მეშვეობით.
სითიზენის გუნდში კონსიერჟის ვაკანსია გვაქვს.
მდებარეობა: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #2სამუშაო განაკვეთი - სრული, ორშაბათი - პარასკევი, 10:00 – 19:00 საათი
ძირითადი მოვალეობები:პროექტის დასრულებამდე მაცხოვრებლების დახვედრა და მათი თანხლება ბინების დათვალიერების მიზნითბინებში ვიზიტების განხორციელება უსაფრთხოების ნორმების და რეგულაციების სრული დაცვითმაცხოვრებლების შეკითხვების და მოთხოვნების შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან გადამისამართებაპროექტის დასრულების შემდეგ საცხოვრებელი კომპლექსის ლობიში მაცხოვრებლების და სტუმრების დახვედრა, საჭიროების შემთხვევაში მათთვის დახმარების გაწევაკურიერებთან კოორდინაცია, ამანათების მიღებისა და გაცემის კოორდინაციამაცხოვრებლების ყოველდღიურ მოთხოვნებზე რეაგირება კომპეტენციის ფარგლებშიშენობაში არსებული ტექნიკური და სხვა სახის პრობლემების დაფიქსირება და შესაბამის სამსახურებთან დროული კომუნიკაცია ხარვეზების აღმოფხვრის მიზნითლობისა და საერთო სივრცეების წესრიგზე ზრუნვა და საჭიროების შემთხვევაში პასუხისმგებელი პირების ინფორმირებამომსახურების სტანდარტების და პრფესიული ეტიკეტის დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებაინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნაპასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინირებულობაკონფლიქტური სიტუაციების მართვის და პრობლემების ეფექტურად გადაწყვეტის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@cityzen.ge გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" შესაბამისად, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია.გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.