მაღაზიის მენეჯერი
SPAR Georgia · თბილისი
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრია, რომელიც 1932 წელს დაარსდა და დღეს მოქმედებს 48 ქვეყანაში, 13 900 + ფილიალით.
,, Spar Georgia” უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად 250-ზე მეტი ფილიალით და განაგრძობს სწრაფ ზრდას და განვითარებას საქართველოს მასშტაბით.
კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 2500-ზე მეტი თანამშრომელი და აქტიურად ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტრებულ კანდიდატებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენი გუნდის ღირებულებებს: მომხმარებელზე ორიენტირებულობა, ხარისხი და პროფესიონალიზმი, ეკომეგობრული მიდგომა, გუნდური თანამშრომლობა და ერთგულება, ინოვაციურობა და განვითარება, ურთიერთპატივისცემა და მხარდაჭერა;
ჩვენ გვჯერა, რომ ჯანსაღი და ძლიერი კორპორატიული კულტურა იქმნება იმ ღირებულებებზე დაყრდნობით, რომლებსაც ერთად ვიზიარებთ.
,,Spar Georgia“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ჩვენ გთავაზობთ:
მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;შენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს;ყოველთვიურ ბონუსს;ანაზღაურებას სტაჟირების პერიოდში;კვებაზე 50%-იან ფასდაკლებას;მგზავრობის თანხის უზრუნველყოფას;ლოიალობის ბონუსს ( ნამუშევარი პერიოდის მიხედვით);
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
სავაჭრო ობიექტის პერსონალის საქმიანობის კოორდინირება და გამართულად მუშაობის კონტროლი;საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და სხვა ტიპის არსებული დოკუმენტაციის სრული კონტროლი და მათი პროგრამულად სწორად და დროულად ასახვა;პროდუქციის რეალიზაციის კონტროლი;სალარო ოპერაციების კონტროლი;მომსახურების სტანდარტის დაცვის კონტროლი;სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;მაღაზიაში ფასების სიზუსტისა და განთავსების კონტროლი;სააქციო პროდუქციის სწორად განლაგების და შესაბამისი ფასმაჩვენებლების დროულად განთავსების კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სუპერმარკეტში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;პროგრამა 1C ცოდნა (სასურველია);
პიროვნული უნარ-ჩვევები:
ორგანიზებულობა;დეტალებზე ორიენტირებულობა;გუნდის მართვის უნარი;ეფექტიანი კუმუნიკაციის უნარი;ყურადღებიანი და თავაზიანი;კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული;
მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს: https://spar.selfrecruit.ge/s/CJEE