სატელეფონო კონტაქტ-ცენტრის უნივერსალური ღამის სპეციალისტი
სადაზღვევო კომპანია იმედი L · თბილისი
განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.
"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!
სადაზღვევო კომპანია "იმედი L" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო კონტაქტ-ცენტრის უნივერსალური ღამის სპეციალისტის (სამედიცინო განათლება, ინგლისურენოვანი) პოზიციაზეანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსი
სამუშაო ადგილი : თბილისი, ილია ჭავჭავაძის #7
სამუშაო განრიგი :ცვლიანი, ყოველ მესამე საღამოს, მეორე დღის დილამდე
ჩვენ გთავაზობთ:
პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;კარიერული განვითარების შესაძლებლობას;პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორაციულ ბენეფიტებს.
ძირითადი მოვალეობები:
კომპანიის დაზღვეული პაციენტების სატელეფონო ზარების მიღება და მათი იდენტიფიცირება;დაზღვეული პაციენტისათვის პერსონალურ ექიმთან და შესაბამის სპეციალისტებთან ვიზიტის დაგეგმვა;გეგმურ და გადაუდებელ შემთხვევებში დაზღვეულთა სამედიცინო დაწესებულებებში გადამისამართება, სერვისის ორგანიზება და ინფორმაციის შესაბამისი პროგრამული ასახვა;მომხმარებლებისათვის სადაზღვევო პოლისის პირობების შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდება (ხელშეკრულებიდან შესაბამისი მუხლის/პუნქტის გათვალისწინებით).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (განიხილებიან როგორც მედიცინის, სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ფარმაციისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები);სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
აუცილებელი უნარები:
ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;თავაზიანი და სერვისზე ფოკუსირებული;მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;გუნდური მუშაობის უნარი;დროის მართვის უნარი;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/oz9glt2c