← ყველა ვაკანსია

Lawyer

TBC Insurance · თბილისი

სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. „თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა. სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ, 24ბ;განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;                    პარასკევი 10:00-17:00 სთ;  შენი, მთავარი ფუნქციები იქნება: სამართლებრივი დოკუმენტაციის, მათ შორის: ხელშეკრულებების, წერილების/უარის წერილების, განცხადებების, ცნობების მომზადება;კომპანიის ზარალების რეგულირების პროცესში მონაწილეობა;მომხმარებელთა მოთხოვნების/უკმაყოფილებების/განცხადებების განხილვასა და საპასუხო კორესპონდენციის მომზადებაში მონაწილეობა;კომუნიკაცია საჯარო და კერძო დაწესებულებებთან, საჭირო საკითხების დაზუსტება, დოკუმენტაციისა და ინფორმაციის გაცვლა;სასამართლო დავებში კომპანიის წარმომადგენლობა;ბრძანებების პროექტების მომზადება;კომპანიის შიგნით დოკუმენტაციის მოძიება, ინფორმაციის დაზუსტება, სხვადასხვა განყოფილებებთან ურთიერთობა, შექმნილი/მოძიებული დოკუმენტაციის სათანადო წესით დაარქივება;კომპანიის მენეჯმენტისა და დასაქმებულთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;კომპანიაში არსებულ პროდუქტებთან დაკავშირებული ყველა საჭირო იურიდიული დოკუმენტის მომზადება;კომპანიის სრულყოფილი სამართლებრივი უზრუნველყოფა და მის საქმიანობაში იურიდიული რისკებით გამოწვეული შესაძლო დანაკარგების მინიმიზაცია; გამოგვეხმაურე, თუ: გაქვს უმაღლესი იურიდიული განათლება;უპირატესობა მიენიჭება კერძო სამართლის მაგისტრის დიპლომის მქონე პირს;მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;ინგლისური ენის მინიმუმ C1 დონეზე ცოდნა;საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;უპირატესობა მიენიჭება ადვოკატის ლიცენზიის მქონე პირს კერძო სამართლის მიმართულებით. ვეძებთ ჩვენიანს: პასუხისმგებლიანს;დეტალებზე ორიენტირებულს;ორგანიზებულს; თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგზავნე CV 2026 წლის 08 აგვისტოს ჩათვლით.

განაცხადის გაგზავნა →