← ყველა ვაკანსია

მერჩენდაიზერი

კოკა-კოლა იმერეთი · ქუთაისი

სადისტრიბუციო კომპანია "კოკა-კოლა იმერეთი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** მდებარეობა: ქუთაისი (კარფური); ** სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული; ** ანაზღაურება: 1300 ლარი. ფუნქცია-მოვალეობები: ** პროდუქციის განთავსება ორგანიზაციაში და ვიზუალურ გაფორმებაზე ზრუნვა; ** მარაგების კონტროლი და პროდუქციის დროულად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ** გაყიდვების მხარდაჭერა; ** გაყიდვების შესახებ რეპორტების წარმოება; ** თაროებზე არსებული პროდუქციის ვადების კონტროლი; ** სავაჭრო ობიექტთან ეფექტური კომუნიკაცია; ** ფასმაჩვენებლების განთავსება პროდუქციაზე; ** ყოველდღიური კომუნიკაცია სავაჭრო წარმომადგენელთან და ხელმძღვანელთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. საჭირო უნარ-ჩვევები: ** სამუშაოს სწორად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა; ** კომუნიკაბელურობა და გუნდში მუშაობის უნარი; ** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი. შერჩევის ფორმა: ** კანდიდატთა შერჩევა მოხდება რეზიუმეს/ განაცხადის ფორმის საფუძველზე; ** გასაუბრება. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.cci.company@gmail.com. "Subject"-ის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →