← ყველა ვაკანსია

საწყობის მენეჯერი

ნიუპაკი

მუყაოს ყუთების მწარმოებელი კომპანია შპს "ნიუპაკი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** გრაფიკი: სრული; ** მისამართი: ქ. თბილისი, ევტეხი ჟვანიას #5. ფუნქცია-მოვალეობა: ** მზა პროდუქციის მიღება; ** პროდუქციის დასაწყობება; ** საწყობში ნაშთების კონტროლი; ** ინვენტარიზაცია ყოველი თვის ბოლოს და შედეგების ფაილში აღრიცხვა; ** სამუშაო უბნების სისუფთავის კონტროლი. მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** 1C-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** პუნქტუალური; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** ყურადღებიანი; ** პასუხისმგებლიანი. პირობები: ** განვითარების შესაძლებლობა; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** კვებაზე 50% იანი თანადაფინანსება. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 71 76 45 ან ელ. ფოსტაზე: vacancy@phfavorite.ge. ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@phfavorite.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის მენეჯერი". შპს "ნიუპაკი" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს "ნიუპაკმა"-მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ, თქვენი კანდიდატურა განვიხილოთ სხვა ვაკანტურ პოზიციაზე ან/და თქვენი რეზიუმე იმავე ან მსგავსი ვაკანტური პოზიციისთვის განიხილოს სხვა დამსაქმებელმა, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე. vacancy@phfavorite.ge. გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის გაგზავნა →