← ყველა ვაკანსია

ტენდერი საქონლის შესყიდვაზე

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია

"საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია" (ა.თ.ე.ა) აცხადებს ტენდერს შემდეგი საქონლის შესყიდვაზე: ** კომპიუტერული ტექნიკა და ტელევიზორი; ** საოფისე ავეჯი; ** კონდიციონერები. ზუსტი დასახელებები, რაოდენობები და მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები მოცემულია თანდართულ ტექნიკურ სპეციფიკაციაში. წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 26 ოქტომბერი, 18:00 საათი. წინადადება უნდა გაიგზავნოს ელფოსტაზე: tenders@nala.ge კითხვების მიღების ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი, 2026 წ. კითხვები უნდა გაიგზავნოს ელ-ფოსტაზე: iandguladze@nala.ge წინადადება უნდა მოიცავდეს შევსებულ ფასების ფორმას, ტექნიკურ შეთავაზებას, მიმწოდებლის რეკვიზიტებს და მოთხოვნილ დამადასტურებელ მასალებს. გთხოვთ, კომერციულ წინადადებაში მიუთითოთ: 1. შემოთავაზებული საქონლის დასახელება; 2. მოთხოვნის შემთხვევაში, მწარმოებელი და მოდელი; 3. ტექნიკური მახასიათებლები; 4. შემოთავაზებული ავეჯის ფოტოები; 5. ერთეულის ფასი დღგ-ს გარეშე; 6. რაოდენობა; 7. საერთო ღირებულება დღგ-ს გარეშე; 8. ტრანსპორტირების, აწყობის/მონტაჟისა და სხვა აუცილებელი ხარჯები; 9. მიწოდების ვადა; 10. საგარანტიო ვადა და პირობები; 11. ფასის მოქმედების ვადა; 12. კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და საკონტაქტო მონაცემები. ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში და მოიცავდეს ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ აღნიშნული ინვენტარის შესყიდვა ხორციელდება პროექტის - "ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა გაუმჯობესებული ქალთა ოთახებისა და ინტეგრირებული ზრუნვის საპილოტე მოდელების დანერგვის გზით" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლობის მიერ და შესაბამისად განთავისუფლებულია დღგ-სგან. დანართები: ** დანართი №1 - ტენდერის ძირითადი პირობები; ** დანართი №2 - ტექნიკური სპეციფიკაციები; ** დანართი №3 - ფასების წარმოდგენის ფორმები.

განაცხადის გაგზავნა →