← ყველა ვაკანსია

გაყიდვების მენეჯერი

Royal House

"ROYAL HOUSE" — უძრავი ქონების საერთაშორისო სააგენტო — კომპანიის საქმიანობის გაფართოებისა და გუნდის გაძლიერების მიზნით აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ვეძებთ პასუხისმგებლიან, ინიციატივიან და შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ პროფესიული განვითარება უძრავი ქონების სფეროში. ძირითადი პასუხისმგებლობები: ** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან პროფესიული კომუნიკაცია; ** კლიენტების საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი უძრავი ქონების შეთავაზება; ** ობიექტების პრეზენტაცია და ინდივიდუალური ჩვენებების ორგანიზება; ** კომერციული მოლაპარაკებების წარმოება; ** გაყიდვების სრული პროცესის მართვა და გარიგებების დასრულება; ** კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება; ** კომპანიის მომსახურების მაღალი სტანდარტების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; ** პასუხისმგებლობა, პროფესიული ეთიკა და ორგანიზებულობა; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა; ** ქართული ენის გამართული ცოდნა; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** გაყიდვების ან უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება სასურველია. ანაზღაურება და თანამშრომლობის პირობები: ** პირველი 3 თვე — ფიქსირებული ანაზღაურება; ** მეოთხე თვიდან — შედეგებზე დაფუძნებული საკომისიო სისტემა; ** პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა; ** პრემიუმ სეგმენტის უძრავი ქონების პორტფელთან მუშაობა; ** საერთაშორისო კლიენტებთან და კორპორაციულ პარტნიორებთან თანამშრომლობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გაყიდვების შედეგი, არამედ პროფესიული რეპუტაცია, საქმიანი ეთიკა და კლიენტებთან ურთიერთობის მაღალი კულტურა. სამუშაო ადგილი: თბილისი, კლინიკა კურაციოს მიმდებარედ. განაცხადის წარდგენა: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე - royalhouse.realestategeorgia@gmail.com, სათაურში მითითებით — "გაყიდვების მენეჯერი".

განაცხადის გაგზავნა →