← ყველა ვაკანსია

საწყობის სპეციალისტი

AMTS

კომპანია "მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი" (AMTS) არის საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების გაყიდვის სფეროში. კომპანია იწვევს ენერგიულ ახალგაზრდას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე სამუშაოდ. ლოკაცია: თბილისი, დიდი დიღომი. ძირითადი მოვალეობები: ** საწყობში არსებული პროდუქციის ინვენტარიზაცია, დალაგება და პროდუქციისათვის შიდა კოდების მინიჭება კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით; ** შემოსული ტვირთების მიღება, დათვლა, დაწყობა; ** მომზადებული დოკუმენტაციის მიხედვით გასაგზავნი ტვირთების მომზადება და მძღოლ-ექსპედიტორებზე გადაცემა. მოთხოვნები: ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ენერგიულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პუნქტუალურობა; ** ორგანიზებულობა. ანაზღაურება გამოსაცდელი პერიოდის გავლის შემდეგ 1300 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 900 ლარი). ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზღვევა + კომპანიაში არსებული სხვა ბენეფიტები (პრემიები, ბონუსები). სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ ინფორმაცია თქვენს შესახებ ელექტრონულ მისამართზე: contact@amts.ge. გთხოვთ სათაურში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის სპეციალისტი".

განაცხადის გაგზავნა →