გაყიდვების მენეჯერი
კარგო ლოჯისტ გრუპი
ჩვენ ვართ დინამიკურად განვითარებადი კომპანია საერთაშორისო სატრანსპორტო სფეროში, ვეძებთ ნიჭიერ, ამბიციურ და მოტივირებულ გაყიდვების მენეჯერს, რათა გახდეს ჩვენი გუნდის ნაწილი!
სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზირი 49
რას გთავაზობთ ჩვენ:
** მოჭრილი ხელფასი (1500 ლარი) + ბონუსები (500-5000 ლარი, დამოკიდებულია შეკვეთების შესრულებაზე);
** საინტერესო პროექტები და მუშაობა მსხვილ კლიენტებთან;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობები;
** მეგობრული გუნდი, რომელიც მხარს გიჭერთ ყველა ეტაპზე.
ძირითადი მოვალეობები:
** დამოუკიდებლად კლიენტების მოძიება და მოზიდვა (ცივი ზარების განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების ჩანიშვნა);
** მოლაპარაკებების წარმოება, კომპანიის პროდუქციის/მომსახურების პრეზენტაცია;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** მონაწილეობა, გაყიდვების დეპარტამენტის ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებაში.
ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელსაც:
** აქვს მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება სატრანსპორტო სფეროში გაყიდვების მიმართულებით (გამოცდილება აუცილებელია)
** აქვს კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** არის აქტიური და შრომისმოყვარე;
** ფლობს უცხო ენებს: რუსული, ინგლისური
გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: contact@cargologistgroup.ge
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 19.11.2026