← ყველა ვაკანსია

სტაჟიორი

გეომეტრიკი · გორი

საპროექტო ორგანიზაცია "გეომეტრიკი" აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე. მდებარეობა: ქ. გორი ძირითადი მოვალეობები: ** საპროექტო სამუშაოებში მონაწილეობა; ** საკადასტრო აზომვით პროცესებში ჩართულობა; ** გეოდეზიური სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობა; ** ArcGIS-ის, ArchiCAD-ისა და სხვა შესაბამისი პროფესიული პროგრამების შესწავლა და გამოყენება; ** სხვადასხვა საპროექტო და ტექნიკური სამუშაოს შესრულებაში დახმარება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინტერესი პროექტირების, არქიტექტურის, გეოდეზიის, საკადასტრო აზომვების ან მონათესავე სფეროების მიმართ; ** კომპიუტერთან მუშაობის უნარი; ** MS Office პროგრამების, განსაკუთრებით Word-ისა და Excel-ის ცოდნა; ** ახალი პროგრამებისა და სამუშაო პროცესების სწრაფად ათვისების სურვილი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** სწავლისა და პროფესიული განვითარების მოტივაცია; ** კომუნიკაბელურობა, პოზიტიური დამოკიდებულება და ორგანიზებულობა. ** სამუშაო გამოცდილება და კონკრეტული სპეციალობა სავალდებულო არ არის. კანდიდატს შესაძლებლობა ექნება, საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები უშუალოდ სამუშაო პროცესში შეიძინოს. ჩვენ გთავაზობთ: ** ანაზღაურებად სტაჟირებას; ** პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას რეალურ სამუშაო გარემოში; ** პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარების შესაძლებლობას; ** სხვადასხვა მიმართულებით მუშაობისა და ახალი პროგრამების შესწავლის შესაძლებლობას; ** ხანგრძლივი თანამშრომლობის პერსპექტივას; ** წარმატებული სტაჟირების შემდეგ დასაქმების შესაძლებლობას; ** ანაზღაურებისა და სხვა სამუშაო პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია კანდიდატთან პირადი გასაუბრებისას განიხილება. განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელფოსტაზე: geometric.groupltd@gmail.com

განაცხადის გაგზავნა →