← ყველა ვაკანსია

თანაშემწე

Logical Systems Company

დამსაქმებლის შესახებ: კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს დაშვების კონტროლის, პლასტიკური ბარათების, რიგის მართვის და პარკირების სისტემების წარმოება და დანერგვა. ადგილმდებარეობა: თბილისი, მარშალ გელოვანის 2 Facebook: https://www.facebook.com/LogicalSystemsCompany ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და ყურადღებიან ადამიანს თანაშემწის პოზიციაზე, რომელიც დაგვეხმარება ყოველდღიურ საორგანიზაციო სამუშაოებში, ასევე მომწოდებლებთან და დამკვეთებთან კომუნიკაციაში. ძირითადი მოვალეობები: ** დოკუმენტებისა და სამუშაო ინფორმაციის მოწესრიგება; ** შეხვედრების ორგანიზება და კოორდინაცია; ** მივლინებების დაგეგმვა და ორგანიზება; ** ხელმძღვანელის დახმარება მიმდინარე საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ საკითხებში; ** არსებული ნაშთებისა და მონაცემების გადამოწმება და განახლება; ** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის, მასალებისა და ტექნიკური ინფორმაციის მოძიება; ** მომწოდებლებთან და დამკვეთებთან კომუნიკაცია; ** სხვა ყოველდღიური დავალებების შესრულება კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე. სასურველი უნარები: ** კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო ცოდნა; ** ინფორმაციის სწრაფად მოძიებისა და დამუშავების უნარი; ** AI ინსტრუმენტებთან მუშაობის უნარი; ** ყურადღება დეტალების მიმართ; ** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა; ** კარგი კომუნიკაციის უნარი; ** სწავლის სურვილი და სხვადასხვა ტიპის სამუშაოს შესრულების მზადყოფნა. პოზიცია განსაკუთრებით საინტერესო იქნება ადამიანისთვის, ვისაც მოსწონს ორგანიზებული სამუშაო გარემო, ტექნიკა და ელექტრონიკა და სურს პრაქტიკული გამოცდილების მიღება სხვადასხვა მიმართულებით. სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი. ასევე შესაძლებელია შეთანხმება არასრულ სამუშაო გრაფიკზე. ანაზღაურება: 900-1400 ლარი, სამუშაო გრაფიკისა და გამოცდილების მიხედვით. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: HR@LSC.GE

განაცხადის გაგზავნა →