← ყველა ვაკანსია

ღამის ცვლის ადმინისტრატორი

სასტუმრო მაგნოლია

ეძებთ სამუშაოს, რომელიც დღეს თავისუფალს გიტოვებთ, სწავლასთან ან სხვა საქმესთან შესათავსებლად? სასტუმრო "Magnolia" ეძებს სამ ადმინისტრატორს ღამის ცვლისთვის. მის: თბილისი, კირილე უკლებას ქ. 5 სამუშაო გრაფიკი, მარტივად: ** კვირაში 3 ცვლა, ჯამში 38-40 საათი; ** ღამის ცვლა სამუშაო დღეებში: 19:00-09:00; ** შაბათ-კვირას ცვლა 12 საათია (09:00-21:00 ან 21:00-09:00); ** ზედიზედ ორი ღამე არ გიწევთ, ცვლებს შორის ყოველთვის გაქვთ დასვენება; ** 24-საათიანი მორიგეობა არ არის; ** გრაფიკი წინასწარ არის ცნობილი და სამ ადმინისტრატორს შორის თანაბრად ნაწილდება. ** დღის ცვლას (ორშაბათი-პარასკევი, 09:00-19:00) ცალკე ადმინისტრატორი ფარავს. ხელფასი: 1100-1400 ლარი (დამოკიდებულია გამოცდილებაზე) მოვალეობები: ** სტუმრების დახვედრა, შესვლის და გასვლის გაფორმება, მათ შორის გვიან ჩამოსულებისთვის; ** ჯავშნების მიღება და აღრიცხვა (ტელეფონი, ელფოსტა, expedia.com, Booking.com და სხვა არხები); ** გადახდების მიღება და ცვლის ანგარიშის მომზადება; ** სტუმრების კითხვებზე პასუხი და დახმარება; ** ღამით სასტუმროს უსაფრთხოებასა და წესრიგზე ზრუნვა; ** დილის ცვლისთვის ინფორმაციის გადაცემა. მოთხოვნები: ** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (რუსული უპირატესობაა); ** კომპიუტერის თავდაჯერებული ცოდნა (Excel, ელფოსტა); ** თავაზიანობა, სიმშვიდე და პასუხისმგებლობა; ** სასტუმროში მუშაობის გამოცდილება სასურველია, მაგრამ აუცილებელი არ არის, ყველაფერს გასწავლით. გთავაზობთ: ** სტაბილურ ანაზღაურებას; ** მეგობრულ გუნდს; ** კარიერულ განვითარებას. დაინტერესების შემთხვევაში CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე info@hotelmagnolia.ge, სათაურში მიუთითეთ: "ღამის ადმინისტრატორი".

განაცხადის გაგზავნა →