დღის ექთანი ოფთალმოლოგიაში
ნიუ ჰოსპიტალსი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას დღის ექთნის პოზიციაზე.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი ან საშუალო პროფესიული სამედიცინო განათლება — პროფესია: ექთანი;
** გამოცდილება: ოფთალმოლოგიურ სექტორში ან საოპერაციო ბლოკში ექთნად მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია ინტრავიტრეალურ ინექციებთან/ავასტინის პროცედურებთან მუშაობის გამოცდილება);
** პროფესიული ცოდნა: ოფთალმოლოგიური პროცედურების, ასეპტიკისა და ანტისეპტიკის თანამედროვე სტანდარტების/პროტოკოლების ცოდნა;
** უნარები: გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** ოფთალმოლოგიურ პაციენტთა მომზადება ინტრავიტრეალური ინექციისთვის;
** ექიმის ასისტირება ავასტინის ინექციისა და სხვა თვალის პროცედურების მიმდინარეობისას;
** საინექციო/საოპერაციო ზონის, ინსტრუმენტებისა და მასალების მომზადება ასეპტიკის წესების სრული დაცვით;
** ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სტანდარტების მკაცრი დაცვა;
** პაციენტთა მეთვალყურეობა პროცედურის შემდგომ პერიოდში და მათთვის შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
** შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება.
პიროვნული თვისებები:
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მაღალი ორგანიზებულობა და აკურატულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების დასახვის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და სტრესულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების უნარი.
განაცხადის შეტანის წესი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) 19.11.2026-მდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. "დღის ექთანი".
თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.