← ყველა ვაკანსია

ლოჯისტიკის მენეჯერი

ეს ენდ დი ლოჯისტიკი

სატრანსპორტო კომპანია შპს "ეს ენდ დი ლოჯისტიკი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზება და მართვა; ** ტვირთების გადაადგილების პროცესის კონტროლი და კოორდინაცია; ** შეკვეთების მიღება, გაფორმება და ოპერატიული კონტროლი; ** მძღოლებთან, გადამზიდავ კომპანიებთან, ტერმინალებთან, აგენტებთან და კლიენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია; ** სატრანსპორტო და თანმხლები დოკუმენტაციის კონტროლი; ** გადაზიდვის პროცესში წარმოშობილი საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - ორივე ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა აუცილებელია მინიმუმ ერთ-ერთი ენის კარგი ცოდნა; ** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ლოჯისტიკის/ტრანსპორტის სფეროში; ** MS Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა; აუცილებელი უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კომუნიკაბელურობა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა; ** სწრაფად გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ** გუნდურობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. ფოთი, დ. აღმაშენებლის ქ. №6; ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00; შაბათი: 10:00-13:00 (მონაცვლეობით); ** ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი). დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: t.chachkhiani@sdlogistics.ge. ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: "ლოჯისტიკის მენეჯერი".

განაცხადის გაგზავნა →