← ყველა ვაკანსია

გაყიდვების ასისტენტი

მაილს აუტო

მაილს აუტოში ვეძებთ გაყიდვების ასისტენტს! კომპანიის შესახებ: Miles Auto მომხმარებლებს სთავაზობს ავტოიმპორტის სრულ სერვისს აშშ-დან და ჩინეთიდან. ჩვენი მიზანია, ავტომობილის შერჩევისა და შეძენის პროცესი გავხადოთ მაქსიმალურად მარტივი, გამჭვირვალე და კომფორტული. ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა და მათი საჭიროებების განსაზღვრა; ** სასურველი ავტომობილის შერჩევაში დახმარება; ** კომპანიის სერვისებისა და იმპორტის პროცესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** შემოსულ ზარებსა და შეტყობინებებზე დროული რეაგირება; ** პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათი დაინტერესების შემდგომი მართვა; ** მომხმარებელთა ბაზის განახლება და ინფორმაციის სწორად აღრიცხვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; უპირატესობად ჩაითვლება: ** გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** ენების ცოდნა; ** ავტომობილების ბაზრისა და იმპორტის პროცესის შესახებ ცოდნა. რას გთავაზობთ? ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; თუ ხარ ავტომოყვარული, გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია და გინდა განავითარო საკუთარი შესაძლებლობები გაყიდვების სფეროში, გელოდებით Miles Auto-ში! გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე და გახდი ჩვენი გუნდის წევრი info@milesauto.ge

განაცხადის გაგზავნა →