← ყველა ვაკანსია

გაყიდვების მენეჯერი

Geo Smart Box

"Geo Smart Box" (GSB) არის სარეკლამო ეკრანების ქსელი Fresco-სა და Goodwill-ის მაღაზიებში. ჩვენ ბრენდებს მყიდველთან პირდაპირ, შეძენის გადაწყვეტილების მომენტში ვაკავშირებთ. ვეძებთ ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც გუნდთან ერთად გააფართოებს კლიენტების ბაზას და განავითარებს გაყიდვებს. რას გააკეთებ: ** მოიძიებ პოტენციურ კლიენტებს (ბრენდები, სარეკლამო სააგენტოები) და დაამყარებ მათთან ურთიერთობას ** გამართავ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს, შესთავაზებ სარეკლამო პაკეტებს ** წარმართავ მოლაპარაკებებს და გააფორმებ ხელშეკრულებებს ** შეინარჩუნებ და გაამყარებ ურთიერთობას არსებულ კლიენტებთან ** აწარმოებ გაყიდვების აღრიცხვას და რეგულარულად წარადგენ ანგარიშს რას ველით შენგან: ** B2B გაყიდვების გამოცდილებას (სარეკლამო სფეროში გამოცდილება უპირატესობაა) ** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების მაღალ უნარს ** ქართული ენის სრულ ცოდნას; ინგლისური ან რუსული დამატებითი უპირატესობაა ** თვითორგანიზებას, პასუხისმგებლობასა და მიზნებზე ორიენტირებულობას ** Excel-ისა და CRM სისტემებთან მუშაობის საბაზისო ცოდნას რას გთავაზობთ: ** ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი + პროცენტი გაყიდვებიდან (განისაზღვრება გამოცდილების გათვალისწინებით) ** ზრდად და პერსპექტიულ სფეროში მუშაობას ** გუნდში მუშაობას, სადაც შენი წვლილი პირდაპირ ჩანს შედეგში ** პროფესიულ განვითარებას როგორ განაცხადო: გამოგვიგზავნე CV და მოკლე მოტივაციის წერილი მისამართზე: d.berdzenishvili@geosmartbox.com.

განაცხადის გაგზავნა →