← ყველა ვაკანსია

დამხმარე პედაგოგი

იაკობ გოგებაშვილის სახ. სასწავლებელი

შპს "იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი" (კიკეთი) აცხადებს ვაკანსიას დამხმარე პედაგოგის პოზიციაზე, დაწყებით საფეხურზე. ძირითადი მოვალეობები: ** დამრიგებლის დახმარება სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას; ** მოსწავლეთა მხარდაჭერა საგაკვეთილო და დამოუკიდებელი მუშაობის დროს; ** კლასში ორგანიზებული, უსაფრთხო და პოზიტიური სასწავლო გარემოს შენარჩუნების ხელშეწყობა. აუცილებელი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვთა განვითარების თავისებურებების საბაზისო ცოდნა; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** გუნდური მუშაობისა და ორგანიზაციული უნარები; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. უპირატესობად ჩაითვლება: ** უმაღლესი განათლება პედაგოგიკის, განათლების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით; ** დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება; ** სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და კლასის მართვის პრინციპების ცოდნა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kiketischool@yahoo.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 12 ნოემბერი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →