← ყველა ვაკანსია

სასწავლო პროცესის კოორდინატორი

იაკობ გოგებაშვილის სახ. სასწავლებელი

შპს "იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი" დაბა კიკეთში აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის კოორდინატორის პოზიციაზე, დაწყებით საფეხურზე. ძირითადი მოვალეობები: ** სკოლის შინაგანაწესისა და მოსწავლეთა ქცევის ნორმების დაცვის მონიტორინგი; ** სასწავლო დღის ორგანიზებულად მიმდინარეობისა და სკოლაში დისციპლინის უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ** მოსწავლეთა დასწრების, დაგვიანებებისა და სკოლიდან ადრე გასვლის პროცედურების კონტროლი; ** ელექტრონული ჟურნალების წარმოებისა და დადგენილი ადმინისტრაციული პროცედურების შესრულების მონიტორინგი; ** კლასის დამრიგებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა; ** სასკოლო ღონისძიებებისა და სხვა აქტივობების ორგანიზაციული მხარდაჭერა. აუცილებელი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** ორგანიზაციული და დროის ეფექტურად მართვის უნარები; ** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** კონფლიქტური სიტუაციების მართვისა და პრობლემების გადაჭრის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ყურადღება დეტალების მიმართ და გადაწყვეტილებების ობიექტურად მიღების უნარი; ** პროფესიული ეთიკისა და კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვა. უპირატესობად ჩაითვლება: საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ ან საორგანიზაციო პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kiketischool@yahoo.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 12 ნოემბერი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →