← ყველა ვაკანსია

მთავარი ბუღალტერი

BDG ჰოლდინგი

"BDG ჰოლდინგი" ეძებს მთავარ ბუღალტერს. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის სრული საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება; ** ფინანსური და საბუღალტრო ოპერაციების კონტროლი; ** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა; ** პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მოწესრიგება; ** ხელფასების, გადასახადებისა და სხვა ფინანსური ვალდებულებების ადმინისტრირება; ** მარაგების, ძირითადი საშუალებებისა და წარმოებასთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა; ** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება; ** ბიუჯეტირებისა და ფინანსური დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა; ** აუდიტორებთან, ბანკებთან, საგადასახადო ორგანოებთან და სხვა შესაბამის მხარეებთან კომუნიკაცია; ** საბუღალტრო პროცესების სიზუსტისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით; ** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების მაღალ დონეზე ცოდნა; ** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; ** Excel-ის კარგი ცოდნა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ანალიტიკური აზროვნება და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** დროის ეფექტურად მართვისა და ვადების დაცვის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს; ** გრძელვადიან თანამშრომლობას. ადგილმდებარეობა: თბილისი ანაზღაურება: შეთანხმებით სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00, 1 სთ შესვენება. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV: Hr@biodiesel.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "მთავარი ბუღალტერი".

განაცხადის გაგზავნა →