← ყველა ვაკანსია

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა

შპს "ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლავრენტი მანაგაძის ქ. N4 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით — 09:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე. კვალიფიკაცია და მოთხოვნები: ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (უპირატესად ჩაითვლება სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება); ** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა. ძირითადი მოვალეობები: ** შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება და მართვა; ** პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისებისა და მომსახურების პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** პაციენტის ვიზიტისა და დიაგნოსტიკური კვლევების დაჯავშნა; ** პაციენტთა მონაცემების აღრიცხვა და ელექტრონულ სისტემაში ასახვა; ** სოციალურ ქსელში შემოსულ შეტყობინებებსა და კითხვებზე პასუხის გაცემა. პიროვნული თვისებები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გამართული მეტყველებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: noboladze01@gmail.com. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 558 627062.

განაცხადის გაგზავნა →