← ყველა ვაკანსია

მეტყველების თერაპევტი

საზოგადოება ბილიკი · გორი

"საზოგადოება ბილიკი" აცხადებს კონკურსს მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე - რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის ფარგლებში. ადგილმდებარეობა: გორი, ჩოჩიშვილის ქ.N8, "საზოგადოება ბილიკის " ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი. სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ** მეტყველების თერაპევტის (ლოგოპედის) სრული კურსის სერტიფიკატი; ** ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ძირითადი მოვალეობები: ** ბავშვის შეფასება და შეფასების დასკვნის მშობლებისთვის გაცნობა. შეფასების შედეგად გამოვლენილი არსებული უნარების გაძლიერებისა და საჭიროებების განვითარების მიზნით, ბავშვის მშობელთან/ძირითად მომვლელთან ერთად, ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური ჩარევის გეგმის შემუშავება ** ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური ჩარევის გეგმის განხორციელება ბავშვის მშობელთან/ძირითად მომვლელთან ერთად, გეგმის განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება და მშობლებისთვის გაცნობა, მშობლის/ძირითადი მომვლელისთვის ბავშვთან მუშაობის ტექნიკების/მეთოდების სწავლება ** შემთხვევის მართვის პროცესში მონაწილეობა და შემთხვევის მენეჯერის ფუნქციის შესრულება, მომსახურების უწყვეტობის უზრუნველყოფა შემთხვევის მართვის სახელმძღვანელოს მიხედვით ** ბავშვის პირადი საქმის წარმოება ** საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება ** ანგარიშის წარდგენა პროგრამით დადგენილ ვადებში მოთხოვნები: ** ბავშვებთან ინდივიდუალური თუ ჯგუფური მუშაობის გამოცდილება ** ბავშვებთან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით მუშაობა ** მშობლებთან ინტერვიუს ჩატარების გამოცდილება ** ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპების ცოდნა ** გუნდური მუშაობის პრინციპის უნარი გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: societybiliki@gmail.com და subject-ში მიუთითეთ "მეტყველების თერაპევტის ვაკანსია". აპლიკაციის ჩაბარების ბოლო ვადაა 2026 წლის 1 ნოემბერი. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 599 53 40 45

განაცხადის გაგზავნა →