← ყველა ვაკანსია

სუპერვაიზერი

ჯორჯიან ქარდი

საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი კომპანია "ჯორჯიან ქარდი" ეძებს სუპერვაიზერს. სამუშაო პროცესების დაგეგმვა და მართვა: ** ყოველდღიური სამუშაო მიზნების განსაზღვრა დავალებების მოცულობისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით; ** დღიური დავალებების დაგეგმვა და გუნდთან ოპტიმალურად განაწილება მათი ლოკაციის, მარშრუტის, სამუშაო დატვირთვისა და შესრულების ვადების გათვალისწინებით; ** დაგეგმილი მიზნების შესრულების მონიტორინგი და დასახული შედეგების მიღწევის მხარდაჭერა; ** გუნდის სამუშაო დატვირთვისა და შესრულების მაჩვენებლების კონტროლი, დაგეგმილ და ფაქტობრივ შედეგებს შორის სხვაობების გამოვლენა; ** სამუშაო პროცესის შედეგების პერიოდული შეჯამება, მიზნების შესრულების შეფასება და გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა, ინიციატივები დაფიქსირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** სასურველია ოპერაციული პროცესების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** ანალიტიკური აზროვნების, კრიტიკულ და ფორსმაჟორულ სიტუაციებში პრიორიტეტების განსაზღვრის, რესურსების ეფექტიანად გადანაწილებისა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი. პიროვნული უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა, სიზუსტე და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი. სამუშაო გრაფიკი: კვირაში არაუმეტეს 40 საათისა. ანაზღაურება: 2500GEL (Gross) დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე gcjobs@gc.ge და სათაურში მიუთითეთ "სუპერვაიზერი". გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის გაგზავნა →