← ყველა ვაკანსია

გაყიდვების კონსულტანტი

Zudu Doors · ბათუმი

"Zudu Doors"-ის გუნდში გაყიდვების კონსულტანტს ვეძებთ! თუ გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია, ხარ აქტიური, ყურადღებიანი და გსურს განვითარება ინტერიერისა და თანამედროვე დიზაინის სფეროში - შემოუერთდი Zudu Doors-ის გუნდს! შენი ძირითადი მოვალეობები იქნება: ** კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების საფუძვლიანი შესწავლა; ** მომხმარებლებისთვის პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა და მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქციის შერჩევაში დახმარება; ** გაყიდვების პროცესის ეფექტურად მართვა - პირველადი დაინტერესებიდან შესყიდვამდე; ** შოურუმში სტუმრების მიღება და მათთვის სასიამოვნო გამოცდილების შექმნა; ** ონლაინ არხებში მომხმარებლებთან კომუნიკაცია და შეკითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემა; ** შოურუმის მოწესრიგებულ იერსა და პროდუქციის სათანადო პრეზენტაციაზე ზრუნვა; ** გაყიდვების შედეგებისა და მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე მუშაობა. რას ველით შენგან: ** გამართულ კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარებს; ** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობასა და დეტალებისადმი ყურადღებას; ** ორგანიზებულობას, ინიციატივიანობასა და შედეგზე ორიენტირებულობას; ** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარს; ** რუსული ან/და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ: ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 6 დღე; ** სამუშაო საათები: 11:00-19:00; ** ანაზღაურება: 1 200 ლარი + საბონუსე სისტემა; ** ერთკვირიანი გადამზადების პროგრამა; ** გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე; ** სამუშაო ადგილი: ბათუმი, პუშკინის ქ. 162. გინდა გახდე ჩვენი გუნდის წევრი? გამოგვიგზავნე შენი CV ელფოსტაზე: zududoors@gmail.com ან დაგვიკავშირდი სოციალურ ქსელებში.

განაცხადის გაგზავნა →