← ყველა ვაკანსია

მიმტანი

Villa Padre

"Villa Padre"_რესტორანი, რომელიც მდებარეობს თბილისში, გიორგი შატბერაშვილის 23 ნომერში, ეძებს გუნდის წევრს მიმტანის პოზიციაზე: ** ჯანსაღი, კომფორტული სამუშაო გარემო, პირადი და პროფესიული ბალანსი, სადაც მოქნილი სამუშაო გრაფიკი, დასვენების დღეები და უპირატესობები გელოდებათ; ** მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტები და პროგრამული უზრუნველყოფა; ** კვალიფიკაციის გაუმჯობესება, ტრენინგები, სხვადასხვა პროფესიული განვითარების შესაძლებლობები; ** კვებით და უნიფორმით უზრუნველყოფა; ** შესაბამისი ანაზღაურება და მიზნობრივი ბონუსები; ** 12 საათიანი ცვლა; 2 დღე დასვენება, 2 დღე მუშაობა; ** საწყისი ანაზღაურება 1200 ლარიდან. საჭირო უნარები/მოთხოვნები: ** ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა (დამატებითი ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად); ** ქართულ ენაზე სრულყოფილი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; ** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა და თავაზიანობა; ** შერჩევის პროცესში პრიორიტეტი მიენიჭებათ ანალოგიურ პოზიციაზე გამოცდილების მქონე კანდიდატებს. ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრების მიღება, მომსახურება და გაცილება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად; ** მენიუს კერძების/სასმელების შემადგენლობის ცოდნა და სტუმრებისათვის შეთავაზება; ** ადმინისტრატორებთან, სამზარეულოსთან დროული და ორგანიზებული კომუნიკაცია; ** მაგიდებისა და დახლების მოწესრიგება და სერვირება მიღებული სტანდარტის შესაბამისად; ** უშუალო ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალების შესრულება; ** კომპანიაში არსებული სერვისის, შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა. თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ "Villa Padre"_ს პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის villapadre.restaurant@gmail.com მისამართზე სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვეკონტაქტეთ ნომერზე +995 505-05-22-55 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის გაგზავნა →