მელიორაციის სამსახურის უფროსი
ნათს ინქორფორეითიდ · მცხეთა
ნათს ინქორფორეითიდ აცხადებს ვაკანსიას:
პოზიციის დასახელება: მელიორაციის სამსახურის უფროსი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. მცხეთა, სოფელი ნიჩნისი
განაკვეთი: სრული
ამ პოზიციის მიზანია მიწის მელიორაციის სამუშაოების მეთვალყურეობა, დაგეგმვა და კოორდინაცია, ამ საქმიანობით დაკავებული პერსონალის მუშაობის ხელმძღვანელობით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის საკუთრებაში არსებული ნუშის ბაღების საირიგაციო სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და პროცესების სისტემატიზაცია
** სარწყავი რეჟიმების განსაზღვრა და დაგეგმვა, სისტემების რეგულირება და შეკეთება, რათა მოხდეს მისი გამართულად მუშაობა და წყლის სწორი მოცულობით მიწოდება
** მელიორაციის სპეციალისტთა გუნდის ხელმძღვანელობა, გუნდის წევრებისთვის მითითებების მიცემა, მათი შესრულებული საქმის მონიტორინგი და შეფასება
** მელიორაციის სპეციალისტთა ცვლების ეფექტური დაგეგმვა და მართვა
** საავარიო აქტივობების ორგანიზება და ჩატარება
** სხვადასხვა პროექტში ჩართულობა, საჭიროებისამებრ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/ სასურველი უნარ-ჩვევები:
** პროფესიული განათლება ან 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს როლზე
** ირიგაციის სისტემებისა და უსაფრთხოების პროცედურების კარგი ცოდნა
** კარგი ლიდერული თვისებები, ხალხის მართვის და სწორი დავალებების მიცემის უნარები
** დაგეგმვის კარგი უნარი
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2026 წლის 20 ნოემბრამდე გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ- ფოსტაზე: hr@nutsinc.ge და სათაურში "Subject" მიუთითოთ: მელიორაციის სამსახურის უფროსი.
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.