← ყველა ვაკანსია

მარკეტინგის სპეციალისტი

მიფასი

კომპანია "მიფასი" 1998 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მას შემდეგ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ვიზუალური ტექნოლოგიების სფეროში. "მიფასის" სერვისებია: პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების და ვიზუალური ტექნოლოგიების პროექტირება, ტექნიკური ინტეგრაცია, ინსტალაცია/მონტაჟი, პერსონალის ტრენინგი, საგარანტიო და პოსტ-საგარანტიო მომსახურება. კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.mifasi.ge Facebook გვერდს: https://www.facebook.com/MIFASI ჩვენი გუნდი ეძებს მარკეტინგის სპეციალისტს. სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი. ლოკაცია: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 16. ანაზღაურება: ** ფიქსირებული ხელფასი 1 000 ლ; ** დამატებითი ანაზღაურება სოციალური ქსელებიდან მოზიდულ ლიდებზე; ** გამოსაცდელი პერიოდი (ანაზღაურებადი) - 3 თვე; მოვალეობები: ** კომპანიის ვებგვერდისა და სოციალური მედიის პლატფორმების მართვა, კონტენტის რეგულარული განთავსება, განახლება და განვითარება; ** ციფრული სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება, მართვა და ოპტიმიზაცია მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად; ** სარეკლამო ბიუჯეტის დაგეგმვა და ეფექტიანი განკარგვა, სარეკლამო კამპანიების შედეგებისა და ეფექტიანობის ანალიზი; ** სარეკლამო კამპანიების შედეგად მიღებული პოტენციური მომხმარებლების (ლიდების) მონიტორინგი, აღრიცხვა და მათი მოზიდვის ეფექტიანობის შეფასება; ** სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის არხების საშუალებით ახალი პოტენციური მომხმარებლების მოზიდვის შესაძლებლობების მოძიება და შესაბამისი აქტივობების განხორციელება; ** კომპანიის ბრენდის ცნობადობის გაზრდასა და პოზიციონირების გაძლიერებაზე ზრუნვა, მარკეტინგული სტრატეგიებისა და აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ** მარკეტინგული აქტივობების შედეგების სისტემატური მონიტორინგი, ძირითადი ეფექტიანობის მაჩვენებლების (KPI) ანალიზი და პერიოდული ანგარიშების მომზადება; ** კომპანიის მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე ფოტო-ვიდეო გადაღებების ორგანიზება და საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ განხორციელება, ვიზუალური და ტექსტური კონტენტის მომზადება და შესაბამის ციფრულ პლატფორმებზე განთავსება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისური/რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე; ** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა; ** მარკეტინგის საბაზისო თეორიული ცოდნა; ** სასურველია მარკეტინგის სფეროში გამოცდილება ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, გთავაზობთ: ** კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV), ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ceo@mifasi.ge. სათაურში (subject-ში) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →