სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველი
არქ-კონი
კომპანია "არქ-კონი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.
კომპანია 2022 წლიდან მოღვაწეობს სამშენებლო ბაზარზე. "არქ-კონის" სერვისებში შედის: საფასადე სისტემებისა და ლითონის კონსტრუქციების პროექტირება, წარმოება და მონტაჟი. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრებით. "არქ-კონი" მუდმივად ზრუნავს დააკმაყოფილოს მაღალკონკურენტული ბაზრის მოთხოვნები და მიაწოდოს მომხმარებელს ექსკლუზიური მომსახურება სამშენებლო სექტორში უახლესი მიღწევებისა და სიახლეების გათვალისწინებით.
სამუშაო პირობები:
** ფიქსირებული ანაზღაურება (Net): 2000-2500 ლარი (გამოცდილების შესაბამისად).
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თ. ჩანტლაძის ქ. #11გ.
** სამუშაო განაკვეთი: სრული; (ორშაბათი-შაბათის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე)
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო პროექტების მიხედვით ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი, მოცულობების დათვლა და BOQ-ის დეტალური დამუშავება;
** პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
** სამუშაოების შესრულების გრაფიკის მომზადება BOQ-ის საფუძველზე;
** სამუშაოებისა და მასალების საბაზრო ფასების კვლევა, განფასებების მომზადება და ოპტიმიზაცია;
** სატენდერო პაკეტების მომზადება, შემოსული წინადადებების შედარებითი ანალიზი და შეფასება;
** მიმდინარე დანახარჯების კონტროლი, ხარჯთაღრიცხვასთან შესაბამისობის მონიტორინგი და ანალიზი;
** შესრულებული სამშენებლო სამუშაოების აქტის (ფორმა №2) მომზადება, საჭირო ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და ასახვა;
** შესრულებული სამშენებლო სამუშაოების აქტის (ფორმა №2) მიხედვით ჩამოწერის აქტის მომზადება;
** მშენებლობის პროცესში მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო ხარჯების შედარება საბიუჯეტო ხარჯებთან;
** ცვლილებების ხარჯთაღრიცხვის მომზადება და შეთანხმების პროცესში მონაწილეობა;
** ტექნიკურ, არქიტექტურულ და საინჟინრო გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური, ფინანსური ან ზუსტი მეცნიერებების მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო ტექნოლოგიების ცოდნა (საფასადე სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** კომპიუტერული პროგრამების (MS Word & Excel, MS Project) ცოდნა;
** AutoCad/ ArchiCad (ნახაზების/პროექტების წაკითხვის დონეზე);
** ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** FitPass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** კორპორაციული ნომერი (ულიმიტო სასაუბრო წუთები)
** კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ, პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
როგორ შევუერთდეთ ჩვენს გუნდს?
თუ გაინტერესებთ ეს პოზიცია და აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე k.orvelashvili@arch-con.ge
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განავითარე შენი კარიერა წარმატებულ სამშენებლო პროექტებში!