გაყიდვების კონსულტანტი
მანდარინა
"MANDARINA" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.
"MANDARINA"-ს მაღაზიაში სამკაულებს ყიდი და მომხმარებელს არჩევაში ეხმარები. გამოცდილება სავალდებულო არ არის, ყველაფერს ადგილზე გასწავლით. სრული განაკვეთია: კვირაში 6 დღე და 1 დასვენების დღე, ცვლები როტაციულია.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + პირადი და გუნდური ბონუსი შედეგებზე. ზუსტ თანხას ეიჩარი პირველივე კონტაქტზე გეტყვის, პირდაპირ ჰკითხე.
გრაფიკი:
** დღეების უმეტესობა ექვსსაათიანი ცვლაა: 10:00-დან 16:00-მდე ან 16:00-დან 22:00-მდე. კვირაში ერთი დღე თორმეტსაათიანია.
** კვირაში 6 სამუშაო დღეა და 1 დასვენების დღე. ცვლები როტაციულია, მუდმივად მხოლოდ დილის ან მხოლოდ საღამოს ცვლა ვერ იქნება.
** მაღაზია შაბათ-კვირასაც მუშაობს, ამიტომ დასვენების დღე ყოველთვის შაბათ-კვირას არ ემთხვევა.
** მხოლოდ შაბათ-კვირას, კვირაში სამი დღით ან ხუთდღიანი გრაფიკით მუშაობა ამ პოზიციაზე შესაძლებელი არ არის.
სამუშაო ადგილი:
** აქსისი, ჭავჭავაძის გამზ. 37
** პიქსელი, ჭავჭავაძის გამზ. 34
** გალერეა თბილისი, რუსთაველის გამზ. 2/4
** სითი მოლი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 70
** სითი მოლი (გლდანი), ვეკუას ქ. 1
** ისთ ფოინთი, თვალჭრელიძის ქ. 2
** თბილისი მოლი, აღმაშენებლის ხეივანი 16-ე კმ
მოგვწერე WhatsApp-ში, პასუხს დღესვე მიიღებ: https://careers.wegroup.ge/9yaj/jg/wa
რას გთავაზობთ:
** ყველაფერს ადგილზე გასწავლით
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ოფიციალური დასაქმება, წერილობითი შრომითი ხელშეკრულება
** ფასდაკლება ჩვენს სამკაულებსა და აქსესუარებზე
** ძირითადად 6-საათიანი ცვლები
რას გააკეთებ:
** დახვდები მომხმარებელს, გაიგებ რას ეძებს და შესაფერის სამკაულს შეურჩევ
** მოუყვები სამკაულებზე და მიმდინარე აქციებზე
** მიიღებ სამკაულებს, აღრიცხავ და ვიტრინაზე გამოალაგებ
** იმუშავებ სალაროსთან
** იზრუნებ, რომ მაღაზია სუფთა და ლამაზად მოწყობილი იყოს
ჩვენი მოლოდინი:
** 18 წელი და მეტი
** ქართული თავისუფლად (ინგლისური ან რუსული საშუალო დონეზე უპირატესობაა)
** მომხმარებელთან საუბრისა და მოსმენის უნარი
ჩვენ შესახებ:
"wegroup" 15 წელია საქართველოში სამკაულებითა და აქსესუარებით ვაჭრობს, ქსელებით "REDBERRY" და "MANDARINA". ექსკლუზიურად წარმოვადგენთ ბრენდებს "SOKOLOV", "UNOAERRE", "NOMINATION", "Nature Bijoux" და "Ori Tao".
როგორ დაგვიკავშირდე, აირჩიე რომელი გირჩევნია:
რეზიუმე აუცილებელი არ არის: სახელი და ტელეფონის ნომერი საკმარისია.
მოგვწერე WhatsApp-ში: https://careers.wegroup.ge/9yaj/jg/wa
ან შეავსე განაცხადი: https://careers.wegroup.ge/9yaj/jg
პასუხს იმავე დღეს მიიღებ, ხშირად ერთ საათში.