← ყველა ვაკანსია

კულტურულ-შემეცნებითი ტურების გიდი

Colchis Camp · ქუთაისი, დასავლეთ საქართველო

კომპანია "Colchis Camp" აცხადებს ვაკანსიას კულტურულ-შემეცნებითი ტურების გიდის პოზიციაზე. ჩვენი კომპანია ორიენტირებულია მაღალი ხარისხის, საინტერესო ტურების ჩატარებაზე, სადაც მთავარი აქცენტი კულტურულ, ისტორიულ და სალაშქრო-სათავგადასავლო ელემენტებზე კეთდება. სამუშაო პირობები: ** ადგილმდებარეობა: ქუთაისი და დასავლეთ საქართველო; ** კონკურენტული ანაზღაურება, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით; ** პროფესიული განვითარებისა და ტურიზმის სფეროში გამოცდილების მიღების შესაძლებლობა; ** სამუშაოს დინამიკური გარემო და საინტერესო მარშრუტებზე მუშაობა. ძირითადი მოვალეობები: ** ტურისტული ჯგუფების გაძღოლა და მარშრუტის უსაფრთხო მართვა; ** ვიზიტორებისთვის რეგიონის კულტურული, ისტორიული და ეთნოგრაფიული თავისებურებების საინტერესოდ გაცნობა; ** Leave No Trace (ნუ დატოვებ კვალს) პრინციპების მკაცრი დაცვა და ეკო-მეგობრული მიდგომის უზრუნველყოფა; ** ჯგუფის წევრებთან პოზიტიური, უსაფრთხო და მეგობრული გარემოს შექმნა. მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (დამატებითი უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად და პირდაპირ აისახება ანაზღაურებაზე); ** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სტრესულ სიტუაციებში ორიენტაციის უნარი; ** პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საბაზისო ცოდნა; ** გიდობის გამოცდილება კულტურულ ტურებში ჩაითვლება უპირატესობად. უპირატესობად ჩაითვლება: ** გიდად მუშაობის გამოცდილება, განსაკუთრებით კულტურულ-შემეცნებით ან სათავგადასავლო ტურებში; ** დამატებითი უცხო ენების ცოდნა; ** პირველადი სამედიცინო დახმარების კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი; ** საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ეთნოგრაფიის ცოდნა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: colchiscamp@gmail.com

განაცხადის გაგზავნა →