← ყველა ვაკანსია

მოლარე-ოპერატორი

ტენე · თბილისი

კომპანია „Tene“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. თუ გიყვართ მომხმარებლებთან კომუნიკაცია, ხართ პასუხისმგებლობიანი და გსურთ სტაბილურ გარემოში მუშაობა, შემოუერთდით Tene-ს გუნდს! სამუშაო გრაფიკი: კვირაში 2 დღე (ორშააბთი და პარასკევი), 09:00 – 18:00 სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის მეტროს მიმდებარედ. სოხუმის ქუჩა #4 ძირითადი მოვალეობები: FINA პროგრამაში შეკვეთების მიღება, დამუშავება და კონტროლი;FINA პროგრამაში მონაცემების ზუსტად და დროულად შეყვანა;შეკვეთების მომზადებისა და შესრულების პროცესის კოორდინაცია;მომხმარებლებისთვის პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა;შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი;მომხმარებლების შეკვეთების დროული და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: FINA პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ან სწრაფად ათვისების უნარი;კომპიუტერთან მუშაობის კარგი უნარები;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ეფექტური ურთიერთობის უნარი;ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე info@tene.ge, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანიის დასახელება

განაცხადის გაგზავნა →