საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
SMOTORS · თბილისი
მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1სამუშაო გრაფიკი: სრული.
კომპანია "სმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/ "SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!
პოზიციის დასახელება: საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
სამუშაოს მოკლე აღწერა:კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე, შესყიდვების/იმპორტის სრული ციკლის შეუფერხებლად დაგეგმვა / ორგანიზება. მომწოდებლების საერთაშორისო ბაზრის კვლევა, შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა და ანალიზი; ფასების ანალიტიკა და ოპტიმიზაცია.სასაწყობე ნაშთების მაჩვენებლების მიხედვით პროდუქციის შეკვეთების წინასწარი განსაზღვრა; პოტენციურ/არსებულ მომწოდებლებთან ხელშეკრულების პირობების, მოწოდების ვადებისა და გადახდის პირობების მუდმივი კონტროლი; პერიოდულად შეთანხმების/მოლაპარაკების პირობების განახლება;ფასების მინიმალიზაციის მიზნით.მომწოდებლებისგან წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;პროდუქციის წარმოების ვადების კონტროლი შესყიდვის მოთხოვნიდან საწყობში მოწოდებამდე;სატრანსპორტო კომპანიების ბაზის ფორმირება, მათი მომსაუხრების ვადებისა და ფასების მუდმივი კონოტროლი/ შედარება ოპტიმალური შემოთავაზებების მისაღწევად; ტვირთის გადაზიდვისთვის საჭირო დოკუმენტების, დეკლარირებული ინფორმაციის სისწორის და თანმხლები დოკუმენტების სისრულის მუდმივი კონტროლი;საბაჟო კონტროლისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება და პროცედურების კონტროლი;იმპორტირებული პროდუქციის შიდა ტრანსპორტირების (საბაჟო გამშვები პუნქტიდან ცენტრალურ საწყობამდე) უზრუნველყოფა. კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება; ასევე შესყიდვების რეპორტის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა, როგორც წერითი, ასევე სასაუბრო (სასურველია რუსული ენის ცოდნა) აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:მზარდ კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.ანაზღაურება - ფიქსირებული
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია „სმოტორს“-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!