მთავარი ბუღალტერი
ბიოდიზელი ჯორჯია · თბილისი
BDG ჰოლდინგი ეძებს მთავარ ბუღალტერს.
ძირითადი მოვალეობები:
კომპანიის სრული საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება;ფინანსური და საბუღალტრო ოპერაციების კონტროლი;საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მოწესრიგება;ხელფასების, გადასახადებისა და სხვა ფინანსური ვალდებულებების ადმინისტრირება;მარაგების, ძირითადი საშუალებებისა და წარმოებასთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა;ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;ბიუჯეტირებისა და ფინანსური დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;აუდიტორებთან, ბანკებთან, საგადასახადო ორგანოებთან და სხვა შესაბამის მხარეებთან კომუნიკაცია;საბუღალტრო პროცესების სიზუსტისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების მაღალ დონეზე ცოდნა;საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;Excel-ის კარგი ცოდნა;მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;ანალიტიკური აზროვნება და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;დროის ეფექტურად მართვისა და ვადების დაცვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
სტაბილურ სამუშაო გარემოს;პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;კონკურენტულ ანაზღაურებას;მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;გრძელვადიან თანამშრომლობას.
ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარასკევი, 10:00-19:00, 1 სთ შესვენება;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV: Hr@biodiesel.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: „მთავარი ბუღალტერი“.