← ყველა ვაკანსია

Dunkin' general manager

Dunkin · ზუგდიდი

Dunkin' აცხადებს ვაკანსიას რესტორნის გენერალური მენეჯერის პოზიციაზე ზუგდიდში.ანაზღაურება - 2000 ლარი;ლოკაცია - ზუგდიდი;გრაფიკი - სრული (კვირაში 5 დღე); ფუნქცია-მოვალეობები: რესტორნის სრულფასოვნად ფუნქციონირების უზრუნველყოფა ბრენდის საოპერაციო სტანდარტების შესაბამისად;საოპერაციო პროცედურების რესტორნის მომსახურე პერსონალისათვის გაცნობა და მათი შესრულების მონიტორინგი. ხარისხის კონტროლისა და სურსათის უვნებლობის პროცედურების დაცვა კომპანიის პოლიტიკასა და ჯანდაცვის რეგულაციების შესაბამისად. საჭიროებისამებრ გამოსასწორებელი ზომების მიღება;რესტორნის გაყიდვების მიზნების მაქსიმიზაცია სხვადასხვა გზებით, მათ შორის მარკეტინგულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების გზით. გაყიდვების გაზრდისათვის შესაბამისი გეგმების შემუშავება და მათი განხორციელება;რესტორნის მოგების მიზნების მაქსიმიზაცია სხვადასხვა ხარჯების შემცირების გზით;რესტორანში მომსახურების უმაღლესი სტანდარტების დანერგვა და ამ სტანდარტების ზედმიწევნით შენარჩუნება;ხარისხის, მომსახურებისა და რესტორნის სისუფთავის სტანდარტების მუდმივი გაუმჯობესების უზრუნველყოფა, ასევე საკვები პროდუქტების ხარისხის მონიტორინგი, საჭიროებისამებრ შესაბამისი გამოსასწორებელი ზომების მიღება;დაქვემდებარებული პერსონალის მართვა და კოორდინაცია, თანამშრომელთა განვითარებისა და დაწინაურებისათვის ხელის შეწყობა, შესაბამისი ტრეინინგების ჩატარება დამტკიცებული სისტემებისა და დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად;დღის მანძილზე რესტორანში თანამშრომელთა საჭირო რაოდენობის ყოფნის უზრუნველყოფა. რესტორანში არსებული სისტემების გამოყენება ახალი თანამშრომლების აყვანის, მათი განვითარებისა და დამსახურების აღიარებისათვის. თანამშრომლების საქმიანობის ხარისხიანად და დროულად შეფასება;რესტორნის კომპანიის საოპერაციო პოლიტიკასა და პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. რესტორნის საქმიანობის შეფასება/გაანალიზება, რესტორნის შემოწმებისას მიღებული შეფასებების გათვალისწინება. რესტორნის პერფორმანსის გასაუმჯობესებლად სამოქმედო გეგმის შემუშავება; ბრენდისა და მისი აქტივების დაცვის უზრუნველყოფა, რესტორნის კომპანიის პოლიტიკასა და პროცედურებთან შესაბამისობაში მოყვანის გზით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;სასურველია უცხო ენების ცოდნა;საოფისე პროგრამების ცოდნა;Apex პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. უნარები:  ორგანიზებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება;პასუხისმგებლობის გრძნობა;დროის ეფექტური განაწილების უნარი;გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი;ფინანსური მართვის უნარი;ლიდერული უნარები;თანამშრომლების მოტივაციის უნარი;ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

განაცხადის გაგზავნა →