← ყველა ვაკანსია

ციფრული პლატფორმის მთავარი ადმინისტრატორი

Lion Auction

კომპანია "ლაიონ აუქციონი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული პლატფორმის მთავარი ადმინისტრატორის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; ** ანაზღაურება: ფიქსირებული. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** Lion Auction-ის ციფრული პლატფორმისა და Live Auction სისტემის ადმინისტრირება და ფუნქციური გამართულობის უზრუნველყოფა; ** პლატფორმის ადმინისტრაციული მოდულების, პარამეტრებისა და სისტემური კონფიგურაციების მართვა; ** ადმინისტრაციული მომხმარებლების, როლებისა და წვდომის უფლებების მართვა დამტკიცებული უფლებამოსილებების შესაბამისად; ** ავტომობილების განთავსების, აუქციონების, მომხმარებელთა რეგისტრაციისა და ფინანსური მოდულების ფუნქციონირების მონიტორინგი; ** აუქციონის სისტემური პარამეტრებისა და სავაჭრო მექანიზმების გამართულობის კონტროლი; ** კრიტიკული ოპერაციების ავტორიზაციისა და ორმაგი დამტკიცების (Four-Eyes Principle) მექანიზმის დაცვის უზრუნველყოფა; ** პლატფორმაზე მონაცემების სიზუსტისა და ადმინისტრაციული ოპერაციების ხარისხის კონტროლი; ** ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება, რეგისტრაცია და მათი აღმოფხვრის კოორდინაცია IT გუნდთან და გარე მომწოდებლებთან; ** ახალი ფუნქციონალის დანერგვის, სისტემური ცვლილებებისა და ტესტირების პროცესების კოორდინაცია; ** პლატფორმის ადმინისტრირების პროცესების გაუმჯობესება, სამუშაო ინსტრუქციების შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშგება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულებით; ** ციფრული პლატფორმების, Marketplace-ის, e-commerce-ის ან ბიზნესსისტემების ადმინისტრირების გამოცდილება; ** მომხმარებელთა ანგარიშების, როლებისა და წვდომის უფლებების მართვის პრაქტიკული ცოდნა; ** ონლაინ აუქციონების, ტრანზაქციული სისტემებისა და ციფრული ბიზნესპროცესების მუშაობის პრინციპების ცოდნა; ** სისტემური კონფიგურაციების, მონაცემთა ხარისხისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების ცოდნა; ** IT გუნდებთან და ტექნოლოგიურ მომწოდებლებთან თანამშრომლობის გამოცდილება; ** ანალიტიკური აზროვნება, პრობლემების გადაჭრის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და კოორდინაციის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და კონფიდენციალურობის დაცვა; ** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა. შპს "ლაიონ აუქციონი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@liontrans.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →