← ყველა ვაკანსია

საწყობის თანამშრომელი

საწყობი.ჯი

კომპანია "საწყობი.ჯი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** ლოკაცია: ქ. თბილისი, საფერავის ქუჩა N 41 (გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ მდებარეობას); ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე (1 საათი შესვენება); ** საწყისი ანაზღაურება: 1600 ლარი (ხელზე). ძირითადი მოვალეობები: ** მანქანისა და კონტეინერის დაცლა-დატვირთვა (ხორციელდება ჩანგლიანი დამტვირთველის, ე.წ. "პაგრუშიკის" და ჰიდრავლიკური ურიკის, ე.წ. "როხლის" საშუალებით); ** საწყობში ტვირთის სწორად განთავსება და გადაადგილება; ** ტვირთის დანიშნულ ადგილზე მიწოდება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ჩანგლიან დამტვირთველზე ("პაგრუშიკზე") მუშაობის გამოცდილება; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება. დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@sawkobi.ge.

განაცხადის გაგზავნა →