ცვლილებები და მათი გავლენა ხარისხის მართვის სისტემებზე
ეს დი სი ჯგუფი · ბათუმი
დასახელება: ISO 9001:2026 - ცვლილებები და მათი გავლენა ხარისხის მართვის სისტემებზე, ბათუმი 5 ნოემბერი
ტრენინგის აღწერა:
ISO 9001-ის 2026 წლის რედაქცია 2015 წლის ვერსიასთან შედარებით მთელ რიგ განსხვავებებს გვთავაზობს, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ხარისხის მართვის სისტემებზე. ცვლილებების გააზრება და მათი დანერგვის პრაქტიკული საკითხების განხილვა კომპანიებს თავდაჯერებას შესძენს და შეამზადებს სტანდარტის ახალ ვერსიაზე გადასასვლელად.
"SDC ჯგუფი", წამყვანი ქართული საკონსულტაციო კომპანია ხარისხის მართვის სისტემების დანერგვის მიმართულებით, გიწვევთ ერთდღიან პრაქტიკულ ტრენინგზე:
ISO 9001:2026 - ცვლილებები და მათი გავლენა ხარისხის მართვის სისტემებზე
ტრენინგი განკუთვნილია ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მუშაობენ ISO 9001:2015-ის შესაბამისად, ახლა ნერგავენ ხარისხის მართვის სისტემას ან სურთ სისტემის დანერგვა სტანდარტის 2026 წლის ვერსიით დაიწყონ.
ტრენინგის თარიღი: 5 ნოემბერი, 2026
ლოკაცია: ბათუმი, სასტუმრო Hilton
ტრენინგზე განვიხილავთ ISO 9001 სტანდარტში შესულ ძირითად ცვლილებებს:
** მოთხოვნები ორგანიზაციის კონტექსტისადმი, მათ შორის კლიმატის ცვლილების გავლენის ანალიზი;
** დაინტერესებული მხარეების მოთხოვნების იდენტიფიცირება;
** ხელმძღვანელობის როლის გაძლიერება და ხარისხის კულტურის ცნება;
** რისკებისა და შესაძლებლობების მართვისადმი განახლებული მიდგომები;
** ცვლილებების მართვაზე დამატებითი მოთხოვნები;
** ციფრული ტექნოლოგიებისა და ორგანიზაციული ცოდნის მნიშვნელობა;
** მომწოდებელთა შერჩევა და შეფასება;
** ჰარმონიზაცია სხვა სტანდარტების (მათ შორის ISO 14001) განახლებულ ვერსიებთან;
** ტრენინგის შედეგად მონაწილეები შეძლებენ შეაფასონ ცვლილებების გავლენა საკუთარი ორგანიზაციის ხარისხის მართვის სისტემაზე, განსაზღვრონ გადასახედი პროცესები და დოკუმენტაცია და დაგეგმონ სისტემის განახლება.
ტრენინგის დეტალები:
ღირებულება: 390 ლარი დღგ-ს ჩათვლით
ადგილმდებარეობა: ჰილტონ ბათუმი/ Hilton Batumi Hotel
ხანგრძლივობა: 1 სრული დღე
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ SDC Group-ის სერტიფიკატები.
რეგისტრაციის ბმული: https://forms.cloud.microsoft/e/FYU7SE0uGL