← ყველა ვაკანსია

სამეურნეოს სამსახურის თანამშრომელი

მეგარონი

სავაჭრო ცენტრი "მეგალაინი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეოს სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე სამუშაო ადგილი: თბილისი, რაფიელ აგლაძის 15 სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი "მეგალაინი" სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 ან 6 დღე ანაზღაურება: 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი - 1000 ლარი, 6 დღიანი სამუშაო გრაფიკი - 1500 ლარი ფუნქცია-მოვალეობები: ** შეასრულოს ყველა აუცილებელი მექანიკურ/ტექნიკური სამუშაო საკეტების შეკეთება, ონკანების შეკეთება, გამოცვლა, ფილების შეცვლა და სხვა. ** საღამოს საათებში განათება გადაიყვანოს ეკონომიურ რეჟიმზე ** ყურადღება მიაქციოს მრიცხველების გამართულ მუშაობას. ** ყურადღება მიაქციოს პავილიონებში ელ.ხელსაწყოების და განათების გამართულ მუშაობას, ასევე გარე განათებას ** გააკონტროლოს გამათბობელი და გამაგრილებელი სისტემები. გათბობა-გაგრილების სისტემა ირთვება და ითიშება ამინდის ცვლილების მიხედვით ** ყოველ თვე შეამოწმოს სახანძრო გიდრანტების გამართული მუშაობა. ** ყურადღება მიაქციოს გენერატორის გამართულ მუშაობას. ** მოახდინოს სამეურნეო სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა ხელსაწყო იარაღებისა და სათადარიგო ნაწილების ინვენტარიზაცია. ცოდნა და უნარ-ჩვევები: ** განათლება და გამოცდილება ტექნიკურ სფეროში ჩაითვლება პრიორიტეტად ** დროის სწორად მართვა ** გუნდთან ერთად მუშაობის უნარი ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** პუნქტუალურობა ** ფორსმაჟორის დროს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: office@megaline.ge და "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის გაგზავნა →