← ყველა ვაკანსია

სამედიცინო წარმომადგენელი

IM Plus Pharma

ფარმაცევტული კომპანია "Im Plus Pharma" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე (თბილისი) პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან და სააფთიაქო პერსონალთან ** კომპანიის მედიკამენტების შესახებ სამეცნიერო ინფორმაციის წარდგენა ექიმებთან ** სამეცნიერო ღონისძიებათა ორგანიზება და ჩატარება (კონფერენცია, სემინარი, პრეზენტაცია) ** კომპანიის მედიკამენტების პრომოციისათვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელება ** გაყიდვების მართვა ობიექტებზე (დაგეგმვა, ანალიზი, მიზნის დასახვა შედეგის შეფასება) მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება (უპირატესობა მიენიჭებათ სამკურნალო და პედიატრიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს); ** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული მეტყველება; ** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასურველია; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. უნარები და კომპეტენციები: ** ათვისებისა და განვითარების უნარი; ** შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა; ** კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, ინიციატივის გამოჩენის უნარი; ** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი; ** შედეგზე ორიენტირებულობა; ** გარემოში ადაპტაციისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარი. ** ანაზღაურება განიხილება კონკრეტულ შემთხვევებში კანდიდატის კომპეტენციებიდან და უნარებიდან გამომდინარე. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: vacancy@implus.ge გთხოვთ "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Medical Representative.

განაცხადის გაგზავნა →