← ყველა ვაკანსია

მიმღების განყოფილების მენეჯერი

ასა

ტურისტული კომპანია "ასა" აცხადებს ვაკანსიას მიმღების განყოფილების მენეჯერის თანამდებობაზე. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ** ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში, მარკეტინგში, ტურიზმში, მაგისტრის ხარისხი განიხილება უპირატესობად; ** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერის თანამდებობაზე ტურიზმის სფეროში; ** MS Office-ის პროგრამების ცოდნა; ** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) თავისუფლად ფლობა. დამატებითი მოთხოვნები: ** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება; ** არგუმენტირების უნარი, როგორც წერითი, ასევე ვერბალური; ** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** პრეზენტაციების წარმოდგენის უნარ-ჩვევები; ** გუნდური მუშაობის პრაქტიკა; ** დისციპლინირებულობა და პუნქტუალობა. ფუნქციები და მოვალეობები: ** პარტნიორებთან ურთიერთობა; ** ადმინისტრაციული მუშაობა; ** წერილობითი ანგარიშების და საპრეზენტაციო მასალების წარმოდგენა; ** პერიოდულად ბაზრის კვლევის ჩატარება, არსებული მდგომარეობის შესწავლის და ტენდენციების პროგნოზირების მიზნით; ** ტურისტული პროდუქტის ჩამოყალიბება და წინწაწევა. ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე და უნარ-ჩვევებზე. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 01.12.24 დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV სურათით და სამოტივაციო წერილი ელ მისამართზე info@asa.ge.

განაცხადის გაგზავნა →