← ყველა ვაკანსია

მასტერ-ბარისტა/ადმინისტრატორი

Coffee Shop LO`R

კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს, Coffee Shop "LO`R"- კაფეს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას. Coffee Shop "LO`R" აცხადებს ვაკანსიას მასტერ-ბარისტა/ადმინისტრატორის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი; სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი; სამუშაო დრო: 09:00-18:00 ორშაბათი-პარასკევი (დასვენება შაბათი/კვირა) ანაზღაურება: 1200ლ (+ ბონუსი 150ლ); ფუნქცია-მოვალეობები: ** ყავისა და ცხელი/ცივი სასმელების მომზადება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; ** მენიუში გაწერილი ასორტიმენტის ზედმიწევნით ცოდნა, მომხმარებლისთვის სწორად წარდგენა და რეკომენდაციის გაწევა/შეთავაზება; ** სალარო ოპერაციების შესრულება; ** შესასყიდი პროდუქციის და მომარაგების პროცესის მართვა; ** ყოველი თვის ბოლოს ობიექტის აღწერის პროცესში მონაწილეობის მიღება; ** ობიექტზე არსებული პროგრამის სრულყოფილად ფლობა; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბარისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1წელი აუცილებელია; ** პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება სასურველია; ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც არის: ** განვითარებაზე ორიენტირებული; ** კომუნიკაბელური; ** მეგობრული; ** პუნქტუალური; დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:info@mastercoffee.ge. ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მასტერ-ბარისტა/ადმინისტრატორი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის გაგზავნა →