← ყველა ვაკანსია

საგამოცდო პროცესის დამკვირვებელი

ევროპის უნივერსიტეტი

"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას საგამოცდო ცენტრში საგამოცდო პროცესის დამკვირვებლის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გივი ჟვანიას 17 - ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი; ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი; ** სამუშაო პერიოდი: 09 ნოემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით; ** ანაზღაურება: დღეში 50 ლარი (ხელზე ასაღები თანხა). ძირითადი მოვალეობები: ** გამოცდის ჩატარების ადგილზე გამოცხადდეს გამოცდის დაწყებამდე 30 წუთით ადრე; ** გამოცდის დაწყებამდე სტუდენტებს გააცნოს წესები, რომლებიც მათ უნდა დაიცვან გამოცდის მიმდინარეობის პროცესში; ** შესაბამის უწყისში, რეგისტრაციაში გაატაროს სტუდენტები და მათი ხელმოწერით დააფიქსიროს გამოცდაზე გამოცხადება; ** სტუდენტების მიერ კუთვნილი ადგილების დაკავების შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელისგან ჩაიბაროს საგამოცდო უწყისი და დალუქულ კონვერტში მოთავსებული საგამოცდო მასალები; ** თვალყური ადევნოს გამოცდის მიმდინარეობას და წინამდებარე წესით განსაზღვრული დარღვევის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები; ** გამოცდიდან სტუდენტის მოხსნის ან საგამოცდო ნაშრომის ჩამორთმევის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შეადგინოს ოქმი შესაბამისი მიზეზის დაკონკრეტებით; ** უპასუხოს სტუდენტს მხოლოდ პროცედურულ და ტექნიკურ საკითხებზე, საგამოცდო საგანთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე პასუხი აკრძალულია; ** საგამოცდო დროის ამოწურვამდე 10 (ათი) წუთით ადრე მოახდინოს სტუდენტების ინფორმირება დარჩენილი საგამოცდო დროის შესახებ; ** საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე ჩამოართვას სტუდენტებს ნაშრომები, მოათავსოს ისინი კონვერტში და გადასცეს საგამოცდო ცენტრს, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით; ** უნივერსიტეტის მოთხოვნისთანავე გადასცეს მას ანგარიშგება მომსახურების მიმდინარეობის შესახებ; ** დაიცვას კონფიდენციალურად უნივერსიტეტისგან მომსახურების გაწევის პროცესში მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია და არ დაუშვას მისი გარეშე პირისათვის გადაცემა თუ ამას არ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა ან არ არსებობს დამკვეთის წერილობითი ნებართვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენა -A2 (მეტყველება, წერა); პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობა; ** ორგანიზებულობა; ** სტრესის მართვის უნარი; ** დროის მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** შედეგზე ორიენტირებულობა; ** ცვლილებების მიმღებლობის უნარი; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: HR@eu.edu.ge. გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. განაცხადების ბოლო ვადა: 2026 წლის 30 ოქტომბერი.

განაცხადის გაგზავნა →