უძრავი ქონების გაყიდვების და გაქირავების მენეჯერი
Hill City
კომპანია "Hill City" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების და გაქირავების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე/საბურთალო
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 11:00 -დან 19:00 საათამდე;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 500 ლარი + ბონუსი გაყიდული უძრავი ქონებიდან
პოზიციის მიზანია გაყიდვების და გაქირავების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა.
მოთხოვნები:
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სულ მცირე 1 წელი (პრიორიტეტი მიენიჭება უძრავი ქონების მიმართულებით გამოცდილებას)
** ენების ცოდნა: ქართული - სრულყოფილად, რუსული, ინგლისური - სასურველია სასაუბრო დონეზე;
ფუნქციები:
** კლიენტებთან სატელეფონო და წერილობითი სახით კომუნიკაცია - პროდუქტის შეთავაზება.
** კომპანიის გაყიდვების ქსელის გაფართოება.
** გასაყიდი ქონების საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა
** მომხმარებელთა საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა.
** დაინტერესებული მომხმარებლისთვის გასაყიდი ქონების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება და ადგილზე ჩვენება.
აუცილებელი უნარები:
** ურთიერთობის სწრაფად და მარტივად დამყარების უნარი (კომუნიკაბელურობა)
** მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება);
** ინიციატივის გამოჩენის უნარი
** გაყიდვების უნარი (დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაცია)
** გამართულად მეტყველების და წერის უნარი
** დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
** გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ
** ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, პუნქტუალურობა.
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:
** CV-ის განხილვა
** გასაუბრება.
სტაჟირება: ორი კვირა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტო-სურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hillcity.sales@gmail.com და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "უძრავი ქონების გაყიდვების და გაქირავების მენეჯერი"